საჩივრების განხილვა საოლქო კომისიებში

30 ნოემბერი 2018, 00:00 1717 ნახვა

საოლქო  საარჩევნო კომისიები დღეს უბნებზე   დაწერილ საჩივრებს განიხილავს. ბათუმში სულ 10 საჩივარი დაიწერა, რომელთა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით.  

12 საჩივარი შევიდა ქობულეთის 81-ე  საოლქო საარჩევნო კომისიაში, მათგან 6  არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა 3 კი საიას წარმომადგენლებმა დაწერეს.  3 საჩივარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებს ეკუთვნის. ისინი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთან ნაწილის მიმართ  დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.  

6 საჩივარია შესული ქედის საოლქო საარჩევნო კომისიაში,  5 კი  ხელვაჩაურის 83-ე ოლქი. 5 საჩივარია შესული ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაშიც. ერთადერთი  სადაც აჭარაში 28 ნოემბერს საჩივარი არ დაწერილა-შუახევის ოლქია. 

15:00 საათის საინფორმაციო გამოშვება

ამავე კატეგორიაში