''ქართულმა ოცნებამ'' არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია დაამკვიდრა - მამუკა ბახტაძე

30 ნოემბერი 2018, 00:00 2078 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს შეაფასა. სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის კი ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა არის პოზიტიური, რაც შეეხება რეკომენდაციებს ამას მთავრობა სამომავლოდ შეასრულებენ.

​''მიუხედავათ იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს, ამან შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები. როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები ამ სურათს ვერავინ შეცვლის'' - განაცხდა ბრიფინგზე პრემიერმა. 

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ''ქართულმა ოცნებამ'' არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია დაამკვიდრა.

''სალომე ზურაბიშვილმა თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მას უკვე მიულოცეს პრეზიდენტად არჩევა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერებმაც . არჩევნებზე დაფიქსირდა მაღალი აქტივობა. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ამომრჩეველს გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. მადლობა ცესკო-ს ყველა თანამშრომელს საარჩევნო პროცესის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს, ბევრ მათგანს პირადად ვთხოვე გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და როგორც პირველ, ასევე მეორე არჩევნების დროს იყო ასეთი დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ბევრ უბანზე. მადლობა შსს-ს როგორც პირველ ასევე მეორე ტურში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, მიუხედავად პროვოკაციებისა და ექსცესებისა მათ თავიანთი მოვალეობები მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს ნდობის ასეთი ხარისხისთვის”, – განაცხადა ბახტაძემ.

​პრემიერი ამბობს, რომ ამ გამარჯვებას ჩრდილს ვერავინ მიაყენებს.  

წინასაარჩვენო პერიოდი და კენჭისყრის დღე შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა. ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა აქცენტი ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერაზე გააკეთა და თქვა რომ ეს შესაძლოა იქნეს მიჩნეული ამომრჩეველთა ხმების ყიდვად. იგი კამპანიას ნეგატიურად ახასიათებს.

ეუთო-ს დამკვირვებლები ამბობენ რომ დადებითია მაღალი აქტივობა, თუმცა ეს აძლიერებს ეჭვს ამომრჩეველთა შესაძლო დაშინებაზე. კრისტიან ვიგენინიც აქცენტს ნეგატიურ კამპანიაზე აკეთებს, რაც მისი თქმით ძირს უთხრიდა პროცესს.

იხ. ვრცლად აქ.

ამავე კატეგორიაში