სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ უცხოურ არხებთან

30 ნოემბერი 2018, 00:00 2064 ნახვა

საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოვებაზე და რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე ისაუბრა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უცხოურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუებში. სალომე ზურაბიშვილი ქერჩის სრუტეში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობების დარღვევაზე.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების და სამომავლო გეგმების შესახებ მომავალი პრეზიდენტის თქმით, ოკუპაციის ხაზზე არსებული სიტუაცია, მოქალაქეების გატაცება ღიად აჩვენებს რუსეთის დამოკიდებულებას, რაც  შეუძლებელს ხდის რუსეთთან რაიმე ფორმის მოლაპარაკების შესაძლებლობას.

სალომე ზურაბიშვილის მიიჩნევს, რომ  თუ კი რუსეთი შეცვლის თავის აგრესიულ პოლიტიკას და საქართველოს დასავლელი პარტნიორები მოახერხებენ ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგს, ამ შემთხვევაში საქართველოც აუცილებლად შეურთდება ამ სახის მოლაპარაკებებს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში