4 საჩივარი არ დაკმაყოფილდა 3 კი საერთოდ არ განუხილავთ ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ოთხივე საჩივარი „სამართლიან არჩევნებს“ ეკუთვნის. არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით სამაგიდო სიებში გადასატანი ყუთის ამომრჩევლები მითითებული არ იყო. განუხილველი საჩივრები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის, გადასატანი ყუთების სიაში ჯანმრთელი მოქალაქეების შეყვანას, უბნის თავმჯდომარეებისგან კომისიის წევრებზე ზეწოლასა და მათთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციების თვითნებურად შეცვლას ეხებოდა.
81-ე ოლქში 6 საჩივარი დაკმაყოფილდა , უბნის თავმჯდომარეებს დისციპლინური სასჯელი შენიშვნისა და გაფრთხილების სახით მიეცათ. იმის გამო, რომ მეთერთმეტე უბანზე კანდიდატების მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 16-ით ნაკლები იყო ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. კომისიის წევრებმა კი ფუნქციების განაწილების დროს კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქვეს.