შსს - რუსთაველზე მობილიზებული  იქნება საპოლიციო ძალები

02 დეკემბერი 2018, 00:00 1367 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ შსს დაიცავს აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს.

'''რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს'' - წერია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში