„ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა იქნება დაცული“ - ლევან იზორია

02 დეკემბერი 2018, 00:00 1483 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული. მისი თქმით ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, ეგრეთ წოდებულ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ჯარს მოიხსენიებს. ამის შესახებ ლევან იზორიამ თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის, მე-2 როტაციის დასრულებისას ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ლევან იზორიამ ქართველი სამხედროების მომზადებაში აშშ-ის წვლილი აღნიშნა და ამერიკულ მხარეს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა მომზადება ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში 13 კვირის განმავლობაში გაიარა.

ამავე კატეგორიაში