ირმა ინაშვილი შსს-სა და პროკურატურას მიმართავს

03 დეკემბერი 2018, 00:00 1598 ნახვა

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი, ძალოვანი სტრუქტურებისგან ითხოვს ჩატარდეს გამოძიება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მიერ მიღებული 780 ათასი ხმის რეალურობა. როგორც ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ რუსთაველის გამზირზე კვირას გამართული აქციისას 3000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა.

პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წინასაარჩევნოდ მოხდა შეთანხმება და ნაციონალურ მოძრაობას რეალურად არ მიუღია ხმების აღნიშნული რაოდენობა. დეპუტატი თავის ეჭვებთან დაკავშირებით პასუხს ელოდება, როგორც ხელისუფლების წევრებისგან, ისევე ექსპერტებისგანაც.

ამავე კატეგორიაში