სარეზერვო ფონდიდან ხანძრის შედეგად დაზარალებულ ხუთ ოჯახს დაეხმარებიან

03 დეკემბერი 2018, 00:00 1356 ნახვა

რეგიონის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხანძრის შედეგად დაზარალებულ ხუთ ოჯახს 10 -10 ათასი ლარი გადაეცემა, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი დაზარალებულებს დაეხმარება ქირის საფასურის გადახდასა და სამშენებლო მასალებით მომარაგებაში.

ამ წლის განმავლობაში ხანძრით დაზარალებული 43 ოჯახისთვის 377 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ხანძრით დაზარალებულთა დახმარების შესახებ შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში