ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში 3 წლის წინ დაგებული ასფალტის საფარი დაზიანებულია

03 დეკემბერი 2018, 00:00 1478 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, დაახლოებით 3 წლის წინ დაგებული ასფალტის საფარი დაზიანებულია. შიდასასოფლო გზაზე ორმოებია გეგელიძეებშიც, რასაც ადგილობრივები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს უკავშირებენ. ამასთან აცხადებენ, რომ მიზეზი შესაძლოა მცოცავი მიწაც გამხდარიყო. აჭარის საგზაო დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ შემსრულებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, დაგებულ ასფალტს აქვს 3-წლიანი გარანტია, ასე რომ ახლა კერძო კომპანიაა ვალდებული დაზიანებული მონაკვეთები შეაკეთოს, მომავლიდან კი  ისევ სახელმწიფოს მოუხდება ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გაღება, იმ გზის შესაკეთებლად, რომელიც ცოტა ხნის წინ კეთილმოაწყვეს.

ამავე კატეგორიაში