მელომანები კრისტინა აგილერას გამოჩენას ელოდებიან

30 ივლისი 2016, 00:00 3676 ნახვა

დღეს ბლექსი არენა კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება.  მსმენელი ახალ საკონცერტო დარბაზში უკვე იკრიბება, ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ საათზე გამოვა ამერიკელი ვარსკვლავი ბლექსი არენას სცენაზე. კრისტინა აგილერა  სმენელის წინაშე საათი და 20 წუთიანი პროგრამით წარსდგება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდულია. კრისტინა აგილერა პირველი იქნება, ვინც 10 ათას მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზს-ბლექსი არენას გახსნის. უსაფრთხოების ზომები აქ გამკაცრებულია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში