ევროპული ენები და რუსული-რომელ ენებს ირჩევენ სკოლებში?

03 დეკემბერი 2018, 00:00 1744 ნახვა

დღეს გახდა ცნობილი რომ ინგლისური ენის ცოდნის ინდექსით არაინგლისურენოვან 88 ქვეყანას შორის 45-ე აგდილს იკავებს საქართველო. ეს რეგიონში კარგი მაჩვენებელია, თუმცა არა ევროპულ ქვეყნებს შორის. მოკლედ რა თქმა უნდა კვლავ დღის წესრიგში დგას უცხო ენების სწავლება სკოლებში, თუმცა არამარტო ინგლისურის.

როგორც იცით საჯარო სკოლებში პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლა, მეხუთე კლასიდან კი მოსწავლე მეორე უცხო ენას ირჩევს. სამინისტროს ცნობით სკოლა ვალდებულია მეხუთე კლასში მოზარდს ორი უცხო ენიდან აარჩევინოს ერთ-ერთი. თუმცა როგორც გამოიკვეთა უმეტესობაში მეორე ენად მოსწავლეები რუსულს ირჩევენ და ამის მიზეზებს ასახელებენ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში კი მიუთითებენ რომ გაცვლითი პროგრამებიც კი არ არსებობს რუსულად, ამიტომ სასურველია მოზარდმა მეორე ენად ევროპული აირჩიოს, მაგალითად გერმანული ან ფრანგული, რომელიც გასულ წლებში უფრო პოპულარული იყო ვიდრე დღეს.

ამავე კატეგორიაში