ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული

04 დეკემბერი 2018, 00:00 1622 ნახვა

 ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში აჭარის იურიდიული დახმარების ბიურომ ხელვაჩაურში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. რომელზეც  ქალთა მდგომარეობასა და უფლებებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ  ბოლო დროს საზოგადოებისა და სახელმწიფო ორგანოების გააქტიურების მიუხედავად, ქალების უმრავლესობა საკუთარი  უფლების დაცვას არ ცდილობს.  ამის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კი მოსახლეობის არასათანადო ინფორმირება დასახელდა. იურიდიული დახმარების ცენტრი რისკის ქვეშ მყოფ ქალებს უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევს.

ამავე კატეგორიაში