„ბაქანი-ბოტანიკური ბაღი“- ფილმის გადაღება დაიწყო

04 დეკემბერი 2018, 00:00 1868 ნახვა

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “ბაქანი-ბოტანიკური ბაღი”-ს გადაღებები მიმდინარეობს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში.  ფილმი აჭარის განათლების  სამინისტროს პროგრამის გამარჯვებულია. პროექტის ბიუჯეტი 15 000 ლარია. ფილმის სცენარი და რეჟისურა სოსო სტურუას ეკუთვნის. 

სცენარი ბათუმელი მწერლის, სოსო პაიჭაძის მოთხრობის მიხედვითაა შექმნილი. ნაწარმოები გასული საუკუნის 70 –იან წლებში შეიქმნა. თუმცა ფილმის მოქმედებები თანამედროვე პერიოდს ასახავს. რომელშიც აღწერილია ბათუმელი მწერლის შემოქმედება და თანამედროვე ბათუმის არქიტექტურა.

ამავე კატეგორიაში