სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდა

04 დეკემბერი 2018, 00:00 1546 ნახვა

საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულმა უკრაინის 6-მა და საქართველოს ერთმა მოქალაქემ. პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მედიას ბრალდებულების ადვოკატმა მოგვაწოდა. შეგახსენებთ, რომ ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამავე კატეგორიაში