ქობულეთში პანსიონის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ შსს-ს უმოქმედობის პრობლემა აღიარა

04 დეკემბერი 2018, 00:00 1568 ნახვა

ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის საქმეზე  უზენაესმა სასამართლომ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის  ი-ემ-სი  საკასაციო საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის ნაწილში, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვა დაავალა. საჩივარში პანსიონატის ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და ბენეფიციარების სახელით იემსი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობას ორი მიმართულებით აყენებდა:  კერძოდ, პანსიონატის საქმიანობისთვის მესამე პირების მხრიდან გამოვლენილი ხელშეშლის პრაქტიკებზე პოლიციის უმოქმედობისა და გულგრილობის და პოლიციის უმოქმედობის დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტად შეფასებისა და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მისთვის სიმბოლური ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. უზენაესმა სასამართლომ  დააკმაყოფილა მხოლოდ პირველი მოთხოვნის ნაწილში, დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის ნაწილში კი მიიჩნია, რომ კასატორებმა ვერ დაადასტურეს, რომ პოლიციის უმოქმედობა რელიგიური სიძულვილით იყო განპირობებული.

არასამთავრობო რეორგანიზაცია  უზენაესი სასამართლოს  შეფასებას არ იზიარებს, ქობულეთში  ადგილობრივი მუსლიმი თემის უფლებების აღდგენის მიზნით იემსი რამდენიმე დავას აწარმოებს.

ამავე კატეგორიაში