ხულოს მერიაში 27 ვაკანტური პოზიციიდან 24 შეივსო

05 დეკემბერი 2018, 00:00 1656 ნახვა

ხულოს მერიაში გამოცხადებული 27 ვაკანტური  ადგილიდან 24 უკვე შეივსო. კონკურსის წესით  დაინიშნა შესყიდვებისა და იურიდიული სამსახურის უფროსი, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ასევე ტურიზმის განყოფილებასაც. კონკურსის შედეგად  დაინიშნენ მერის წარმომადგენლებიც. ვინაიდან  ზოგ  პოზიციაზე დაინიშნენ თვითმმართველობაში დასაქმებული კადრები შესაბამისად გამოთავისუფლდა სხვადასხვა პოზიცია.

ამჟამად  თავისუფალია  მერიის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  ხელმძღვანელის  პოზიცია, ვაკანტურია ასევე  შესყიდვების სამსახურისა სამი სპეციალისტის თანამდებობები. მერია  ადგილების შესავსებად კონკურსს  უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. 

ამავე კატეგორიაში