საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება

05 დეკემბერი 2018, 00:00 1525 ნახვა

საქართველოს ახლად არჩეული, მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიას მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან არჩეულმა პრეზიდენტმა თავად განაცხადა. თქვა, რომ მოიწვევენ ყველას ვისთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს.

დღეს გაიმართა ინაუგურაციასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა. უკვე ცნობილია, რომ ცერემონიის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები თელავში წააგო, სწორედ ამიტომ არჩეული პრეზიდენტი ამბობს - ახლა სურს აჩვენოს, რომ იგი ყველას პრეზიდენტია. რა შეფასებები მოჰყვა გადაწყვეტილებას? 

ამავე კატეგორიაში