მთავრობაზე პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქცია იზრდება

05 დეკემბერი 2018, 00:00 1328 ნახვა

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტზე იმსჯელეს დღეს  საქართველოს პარლამენტში. ეს არის რეგლამენტი, რაც ერთი შეხედვით პარლამენტის მუშაობის წესს განსაზღვრავს, თუმცა მეორეს მხრივ არის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულებას და აღმასრულებელ ორგანოზე ზედამხედველობის ფუნქციას ადგენს. 

ამასთან, ანაწილებს ოპოზიციის და მმართველი გუნდის როლს. მთავარი განსახილველი საკითხი დღეს სამთავრობო საათი იყო, რომლის მიხედვითაც აქამდე კომიტეტების სხდომებზე ჰქონდათ დეპუტატებს მინისტრების დაბარების უფლება, ახალი პროექტით კი ამ უფლებით მხოლოდ ფრაქცია ისარგებლებს.  კიდევ ერთი პრინციპული საკითხი კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს ეხებოდა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში