მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობენ ხულოს საკრებულოში

06 დეკემბერი 2018, 00:00 1419 ნახვა

ხულოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. შემოსავლებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ეკონომიების  ხარჯზე მთავარი ფინანსური დოკუმენტი 200 ათას ლარამდე გაიზარდა.  

თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.  დღესვე  საკრებულოს წევრებმა  ჯანდაცვის მიმართულებით  დაგეგმილ პროექტებზეც იმსჯელეს. 2019 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას თვითმმართველობაში 10 დეკემბერს დაამტკიცებენ. სხდომას ოპოზიცია არ დაესწრო.

ამავე კატეგორიაში