აუდიტის სამსახური ს. ზურაბიშვილისა და გ. ვაშაძის მიერ არჩევნების მეორე ტურის ხარჯებს აქვეყნებს

06 დეკემბერი 2018, 00:00 1895 ნახვა

საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა არჩევნების მეორე ტურში 3 მილიონ 38 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 1 მილიონ 131 ათას 989 ლარი, ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიღებული თანხიდან 2 მილიონ 168 ათასზე ლარზე მეტი ფიზიკური პირებისგან მიიღო გარდა ამის არაფულადი შემოწირულობის სახით მას მიღებული აქვს 406 ათას ლარზე მეტი.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს,ფიზიკური პირებისგან მან ჯამში 667 ათას ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსებიდან 464 ათას 94 ლარი.

ამავე კატეგორიაში