საპროტესტო აქცია ქობულეთში

31 ივლისი 2016, 00:00 2512 ნახვა

ქობულეთის ყოფილი გამგებლის ყოფილი მოადგილის ოჯახის წევრები პროკურატურისგან რევაზ კარალიძის საქმის ხელახლა შესწავლას მოითხოვენ. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის ახლობლები  მიიჩნევენ, რომ   კარალიძე უკანონოდ  დააპატიმრეს და სასჯელს უსამართლოდ   იხდის. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა  სამართალდმაცველებმა მათ ამის  საშუალება არ მისცეს. მოთხოვნის შესრულებლობის  შემთხვევაში კარალიძის ოჯახის წევრები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. ქრთამის აღების ბრალდებით  რევაზ კარალიძე 2013 წელს დააპატიმრეს. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამავე კატეგორიაში