თანამდებობის პირების არადეკლარირებული ქონება

06 დეკემბერი 2018, 00:00 1907 ნახვა

ბათუმის მერიასა და საკრებულოში თანამდებობაზე მყოფი პირების დეკლარაციები შეისწავლა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 8 თანამდებობის პირს, არასრულად აქვს შევსებული დეკლარაცია.

ნაწილს აქვს ინტერესთა შეუთავსებლობა - ისინი ამ დრომდე საწარმოს ხელმძღვანელ პირებად რჩებიან. მათ შორის არიან როგორც მმართველი გუნდის წევრები, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ახლა აუცილებელია მერიამ და საკრებულომ შეისწავლონ კვლევაში მითითებული თანამდებობის პირების დეკლარაციები და დროული რეაგირება მოახდინონ. სწორედ ქონებრივი დეკლარაციაა დოკუმენტი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

ჩვენ დღეს დაკავშირებას ვცდილობდით ბათუმის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარესთან, ირაკლი პატარიძესთან, რომელიც ასევე, მოხვდა ამ კვლევაში. პატარიძე ცოტა ხნის წინ დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ კვლევაში ნახსენები კომპანიებიდან ერთის გარდა ყველა უმოქმედოა.

ეს იყო მისი მოკლე პასუხი, უცნობია როგორია მისი პასუხი ამ ერთ კომპანიასთან დაკავშირებით, ან რატომ რჩება უფუნქციო კომპანიებში წილების მფლობელად. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში