მუსიკალური სპექტაკლის სამზადისი

31 ივლისი 2016, 00:00 2604 ნახვა

“მე მინდა ისევ წვიმაში ვიდგე” - ასე ჰქვია მუსიკალურ-ლიტერატურულ სპექტაკლს, რომელსაც მაყურებელი ბათუმის ხელოვნების  ცენტრში 2 აგვისტოს  იხილავს. ირინა ხინიკაძე სამ ინსტრუმენტალისტთან და კაპელის არასრულ შემადგენლობასთან ერთად მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს. საღამოზე  მისი ლექსებიც აჟღერდება. ირინა ხინიკაძის პირველი გამოჩენა  საზოგადოების წინაშე ვახტანგ ღლონტის “სალონურ საღამოს” უკავშირდება. სპექტაკლის შექმნის იდეა  სწორედ მაშინ გაჩნდა. 

ამავე კატეგორიაში