გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს

08 დეკემბერი 2018, 00:00 1424 ნახვა

სარეზერვო ფონდის პროექტებით პრეზიდენტი პიროვნულ შეხებაშია საზოგადოებასთან, აუცილებლად უნდა დაუტოვონ მას ეს შესაძლებლობა- ასე ფიქრობს გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლებას მოუწოდებს, სარეზერვო ფონდი არ გააუქმოს და მომავალ პრეზიდენტს მისცენ შესაძლებლობა, მეტად ეურთიერთოს საქართველოს მოქალაქეებს და მეტად მისცეს შესაძლებლობა, ემსახუროს თავის სამშობლოს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საკითხზე ახალარჩეულ პრეზიდენტთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კონსულტაციები გაიმართება. როგორც ცნობილია, ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 9 800 000 ლარიდან 6 000 000-მდე მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება.

ამავე კატეგორიაში