ფინანსურ დოკუმენტს ქობულეთის საკრებულოს კომისიებში განიხილავენ

08 დეკემბერი 2018, 00:00 1436 ნახვა

ქობულეთის მომავალი წლის ბიუჯეტს, ორშაბათიდან საკრებულოს კომისიებში განიხილავენ. მერიამ რეკომენდაციების საფუძველზე აიპი „სოფლის წყლისა“ და აიპი ქობულეთის გამწვანების დაფინანსება ჩაასწორა და მათი საბიუჯეტო თანხა 30 ათასამდე ლარით გაიზარდა. მერის მოადგილის თქმით შენიშვნები და რეკომენდაციები წყლის სისტემებს და არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა აღდგენას ეხებოდა.  ეკონომიების ხარჯზე ბიუჯეტში შესწორებების შეტანას ეტაპობრივად აპირებენ.

სწორედ ბიუჯეტის კორექტირების დროს აპირებს თვითმმართველობა იმ შენიშვნების გათვალისწინებას, რაც დოკუმენტში საწყის ეტაპზე ვერ მოხვდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტს აჭარის მთავრობისგან კაპიტალური ტრანსფერის სახით 13 მილიონ 900 ათასი ლარი ერგო, რაც ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე დაიხარჯება, 1 მილიონ 200 ათას ლარს კი სპეციალური ტრანსფერის სახით მიიღებს, თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების თანადაფინანსებას უნდა მოხმარდეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში