საკონსტიტუციო სარჩელი პარლამენტის და მთავრობის წინააღმდეგ

08 დეკემბერი 2018, 00:00 1280 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ სომხეთის მოქალაქეების სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. სადაო ნორმა ეხებოდა მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებულ შეღავათებს. მოსარჩელეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც ითხოვდნენ  მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული შეღავათების ამოქმედებას.

ასევე არ დაკმაყოფილდა ნორმა, რომელიც განსაზღვრავს საოჯახო საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე  არასრულწლოვანის რომელიმე მშობლის მიერ ქვეყნიდან  გაყვანის საკითხს.

ამავე კატეგორიაში