ერთი დოლარი   2  ლარი და 66 თეთრი  ღირს

08 დეკემბერი 2018, 00:00 1920 ნახვა

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6682 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით ლარი მცირედით - 0,0014 გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2 ლარად და 66 თეთრად არის შესაძლებელი,  კვირის დასაწყისში ის უფრო ძვირი ღირდა.

რაც შეეხება ევროს მისი კურსი 3, 0324 ლარია. ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნამ პიკს 8 ნოემბერს მიაღწია. ერთი თვის წინ ერთი დოლარის ფასი 2 ლარი და 76 თეთრი იყო.  

ამავე კატეგორიაში