შავი ზღვის უსაფრთხოება

09 დეკემბერი 2018, 00:00 1424 ნახვა

შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე რეგიონში ნატოს ჩართულობის უფრო მაღალი ხარისხი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში განიხილა.

ეროვნულ ასამბლეაში, ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის პრეზიდენტთან ჟაკ ბრიდესთან და სენატში, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შეიარაღებული ძალების კომიტეტის პრეზიდენტთან კრისტიან კამბონთან პოლიტიკური დიალოგი ლევან იზორიამ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერების თვალსაზრისით გამართა.

ამავე კატეგორიაში