ინერტული მასალა ქობულეთში პლაჟის შესანარჩუნებლად

09 დეკემბერი 2018, 00:00 1684 ნახვა

ქობულეთში სანაპიროს ავარიულ უბნებზე ინერტული მასალა შეაქვთ. ძლიერი შტორმის დროს ტალღები  პლაჟის  ზოგიერთ მონაკვეთს რეცხავს და  საცხოვრებლებამდე აღწევს. რამდენიმე წლის წინ  შტორმმა სანაპიროს ჯებირები დააზიანა და  მოსახლეობაც დატბორა, შემთხვევის თავიდან ასაცილებლად პლაჟს ხელოვნურად აფართოებენ.

სანაპიროზე დაყრილ ინერტულ მასალას ძლიერი ტალღების დროს ზღვა ბუნებრივად გადაანაწილებს. სამუშაოების ღირებულება 550 000 ლარია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში