მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება ორი წლით გადაიწევს

09 დეკემბერი 2018, 00:00 1274 ნახვა

ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ძველი წესი 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნება. შესაბამისად, ტერორიზმთან მიმართებით მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომელიც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, კიდევ ორი წლით გადაიწევს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა მოამზადეს, რომელიც პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება.

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადის გადაწევის მიზეზად ტერორიზმთან დაკავშირებით უფრო ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა სახელდება. 2016 წლის 20 თებერვლიდან საქართველოში მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი მოქმედებს, თუმცა აღნიშნული წესი სრულად არ ამოქმედებულა და ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებით გარდამავალი პერიოდი დაწესდა. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ითვალისწინებს გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით.

ამავე კატეგორიაში