ინაუგურაციის ადგილი, დრო და ხანგრძლივობა ცნობილია, სტუმრების სია ჯერ არა

09 დეკემბერი 2018, 00:00 1580 ნახვა

თბილისი, თელავი და წინანდალი-სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სამ ადგილას გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით ინაუგურაციასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომაზე შესაძლო სცენარი განიხილეს.

როგორც კახა კახიშვილმა განმარტა, უცხოელი სტუმრების შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროდან ელოდებიან, უწყება მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწროს ინაუგურაციის პროცესს. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში