ხიდაშელმა და ზაქარეიშვილმა თანამდებობები დატოვეს

01 აგვისტო 2016, 00:00 3988 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის ახალ მინისტრსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალ სახელმწიფო მინისტრს, სავარაუდოდ, დღეს დაასახელებს. თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს. ვიდრე პრემიერ-მინისტრი მათ  შემცვლელებს  დაასახელებს აღნიშნულ პოსტებზე მოვალეობას მინისტრების პირველი მოადგილეები შეასრულებენ. ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს  გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა. მათ გადაწყვეტილება პარტიის სასარგებლოდ მიიღეს. ისინი  საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ. კიდევ ერთმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კი თანამდებობის ნაცვლად პარტია დატოვა. 

ამავე კატეგორიაში