სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის

11 დეკემბერი 2018, 00:00 1671 ნახვა

საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ზურაბიშვილის შტაბის ინფორმაციით,  საუბრისას სახელმწიფო მდივანმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს.  

ამავე ინფორმაციით, მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ამავე კატეგორიაში