საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

11 დეკემბერი 2018, 00:00 1850 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატის დაბლოკვის  შესახებ  საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ როცა საუბარია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორზე, მსგავსი ხასიათის განცხადებები დამაზიანებელია.  

ამ დროისთვის, საქართველოს გარდა, ამერიკის ელჩი 50-მდე ქვეყანაში არ არის წარდგენილი.  

როგორც ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურა დაბლოკა, რადგან საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია.

Foreign Policy-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში.  პარლამენტში აცხადებენ , რომ  ამერიკის შეერთებულ შტატებს ელჩს ვერავინ ვერსად დაუბლოკავს.  

საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ Foreign Policy არ არის ოფიციალური სტრუქტურების ბეჭდვითი ორგანო და ამ გამოცემაში ექსპერტები ხშირად წერენ საკუთარ მოსაზრებებს.   ამ შემთხვევაში კი როგორც გია ვოლსკი ამბობს,  ეს მოსაზრება ძალიან შორს არის სინამდვილისგან. 

ამავე კატეგორიაში