ხანძარი სოფელ გვარაში - დაიწვა სხვენი და სახურავის ნაწილი

11 დეკემბერი 2018, 00:00 2774 ნახვა

ქობულეთში სოფელ გვარაში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. დაიწვა სხვენი და სახურავის ნაწილი, ასევე დაზიანდა ავეჯი და ტექნიკა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც გადაწყდება რა სახის დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ ოჯახს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში