თხრილი შუა გზაზე სანიაღვრე არხის ფუნქციით

11 დეკემბერი 2018, 00:00 2280 ნახვა

უსაფრთხოებას ითხოვენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში, სადაც საჯარო სკოლასთან ახლოს ღია სანიაღვრე არხი გადის. თხრილი საფრთხეს უქმნის ბავშვებს და სხვა ქვეითებს.

ამასთან, ადგილობრივები ამბობენ, რომ განსაკუთრებით სახიფათოა ზამთარში, როცა მანქანების მოცურების რისკი მატულობს.

მოსახლეობა არხის გადახურვას ითხოვს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში