კანონში დაგეგმილი ცვლილებები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისთვის მიუღებელია

11 დეკემბერი 2018, 00:00 1475 ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ.

ანუ ისინი აღარ იქნებიან საჯარო მოხელეები.  ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლები აღარ იქნებიან დაცულები და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლებენ. ამასთან მისივე თქმით, კანონპროექტის მიღების შემდეგ  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმება კონკურსის გარეშე იქნება შესაძლებელი. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ასევე აცხადებს, რომ პროექტი კონსულტაციების გარეშე მომზადდა.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება გუშინ მოხდა პარლამენტის 10 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე. ინიციატორები უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან. მათ დღეს არ უსაუბრიათ რატომ მოხდა ამ კანონპროექტის ინიცირება. თქვეს რომ მიმდინარეობს კონსულტაციები. 

ამავე კატეგორიაში