საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის დროს 3 ადამიანი დაიღუპა

12 დეკემბერი 2018, 00:00 1812 ნახვა

სტრასბურგის ცენტრში საშობაო ბაზრობასთან ახლოს თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ადამიანი და დაჭრილია 12.

მომხდარის გამო საფრანგეთში ანტიტერორისტული ღონისძიებები გაძლიერდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდამსხმელის სამძებრო ოპერაციაში 300-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობს. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც.

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460.

 

GETTY IMAGES

ამავე კატეგორიაში