''ხმა ჩაიკმიდე ახლა და იჯექი მშვიდად'' - ირმა ინაშვილი ნიკა მელიას

12 დეკემბერი 2018, 00:00 3607 ნახვა

პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დარბაზში სიტყვით დეპუტატი ირმა ინაშვილი გამოდიოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კი მას ადგილიდან რებლიკებით პასუხობდა. ინაშვიილმა ნიკა მელიას უთხრა, რომ ''ჩუმად მჯდარიყო''.

''თუ ვერ მშიდდებით შეგიძლიათ იმკურნალოთ, წამალი მიიღოთ, წყალი დალიოთ ჰაერზე გახვიდეთ. თქვენთან არ ვაპირებ მე არავითარ დისკუსიაში შემოსვლას. ხმა ჩაიკმიდე ახლა და იჯექი მშვიდად. ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და ყველას უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა. ეს მართლა კრიმინალები ესენი''.

ვითარება დარბაზში სწორედ ამის შედმეგ დაიძაბა და პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს ოპოზიციონერი დეპუტატი დარბაზიდან გააყვანინა.

„არაფერი არ ხდება, ისინი უბრალოდ მარცხს ვერ ეგუებიან. მერამდენედ უნდა მოაწყოს კლოუნადა ნიკა მელიამ. „ნაცმოძრაობა“ ვერ ეგუება მწარე მარცხს, რომელსაც ჩვენ დავპირდით. ასეთია დამარცხებული „ნაცმოძრაობის“ სახე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოგვიანებით ნიკა მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს თავს ესხმიან, ამით კი ბიძინა ივანიშვილს აწონებენ თავს. 

''არა ზნეობა არა მორალი უბრალოდ ბრმა მორჩილება ერთი მილიარდელი ადამიანისა. აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი მოტივაცია აქვს, თავი გამოიჩინონ და ოპოზიციას დაესხნენ თავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოეწონოს. თორე კითხვა ამათ არ იციან და წერა'' - განაცხადა მელიამ.  

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში