მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახები ერთი წელია გზის მოწესრიგებას ითხოვენ

12 დეკემბერი 2018, 00:00 1658 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ზედა სამებაში, უგზოდ და ხიდის გარეშე დარჩენილი ორი ოჯახი დახმარებას ითხოვს. სწორედ ამ პრობლემას უკავშირებენ ისინი იმას, რომ  მანდარინის რეალიზება, ამ დრომდე ვერ მოახერხეს. ღვარცოფისგან დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას ისინი, უკვე ერთი წელია ითხოვენ.

მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ჩამოცვენილი ქვის ლოდებით ალტერნატიული გზაც ჩაიხერგა. დახმარების მიზნით, ოჯახებმა აჭარის საგზაო დეპარტამენტსაც მიმართეს, თუმცა აღმოჩნდა რომ მათთვის განკუთვნილი მილი, რომელსაც ხიდის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, სხვა მშენებლობაზე გამოიყენეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში