პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

13 დეკემბერი 2018, 00:00 1839 ნახვა

საკანონმდებლო ორგანომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 91 დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი წინააღმდეგი იყო.

პარლამენტის წევრებმა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია გუშინ, პლენარულ სხდომაზე განიხილეს,  თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა გუშინ ვერ შედგა.

მომავალი წლის ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 13 მილიარდ 90 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე  წლის ბიუჯეტთან შედარებით 600 მილიონი ლარით მეტია. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში