მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები ფართოვდება

13 დეკემბერი 2018, 00:00 7002 ნახვა

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს  აფართოებს. კანონპროექტში ცვლილებები შეეხება  სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებიც დღეისათვის ვერ სარგებლობენ იმ შეღავათით, რითიც სკოლის მასწავლებელი.

ცვლილება დაახლოებით 4 800 პირს შეეხება, რომლებიც არიან ადმინისტრაციული კადრები, როგორც სკოლებში, ასევე, საბავშვო ბაღებში. როგორც ინიცირებულ კანონპროექტში ვკითხულობთ, ცვლილების შედეგად  საჭირო გახდება წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი ლარის გამოყოფა, ბენეფიციარებზე სოციალური შეღავათების გასაცემად.

აქედან დაახლოებით 4 მილიონ 400 ათას ლარი  ცენტრალური,  ხოლო 600 ათას  ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან გამოიყოფა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში