თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, რას გულისხმობდა ''პირად შურისძიებაში''

14 დეკემბერი 2018, 00:00 4077 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თონიკე რიჟვაძემ დღეს პირველად გააკეთა განმარტება მის განცხადებაზე, სადაც "ქიქავებს და სხვა ოპონენტებს" პირადი შურისძიებით დაემუქრა და მათგან პოლიტიკური ველის გასუფთავებაზე ისაუბრა. 

თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი და მისი თანაგუნდელების ბრძოლის იარაღი პოლიტიკურია, რომელიც მოქცეულია კანონის ჩარჩოებში. 

''ადამიანისთვის ღირსებაა უმთავრესი და რა თქმა უნდა ჩვენი ბრძოლის მეთოდები ყოველთვის არის პოლიტიკური და კანონმდებლობით გათვალისწინებული. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ვინაიდან ეს სამარცხვინო განცხადება არ გაუშვით ეთერში (იგულისხმება ჯელალ ქიქივას განცხადება ტვ პირველის ერთ-ერთ გადაცემაში), საზოგადოებას კიდევ ერთხელ არ მიაყენეთ შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა ჩვენი ბრძოლის მეთოდები არის პოლიტიკური'' - გაანცახადა რიჟვაძემ

10 დეკემბერს, თორნიკე რიჟვაძე ჯელალ ქიქავას კომენტარს გამოეხმაურა და თქვა, რომ "პირადად იძიებს შურს ქიქავებსა და სხვა ოპონენტებზე, რომელიც აჭარელ ხალხს შეურაცხყოფს". 

ეს განცხადება არა პოლიტიკურად და მუქარის შემცველად მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა. 

შეფასება გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. " არ მჯერა, რომ ამას იტყოდა თორნიკე რიჟვაძე, რომელიც პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსია". 

ამავე კატეგორიაში