უმრავლესობა საკადრო ცვლილებებს არჩეული მერების დონეზეც არ გამორიცხავს

14 დეკემბერი 2018, 00:00 1748 ნახვა

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ,საზოგადოება, მათ შორის მმართველი გუნდი, საკადრო ცვლილებებების მოლოდინშია. მინიშნება, ამის შესახებ, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. საკადრო ცვლილებებს არ უარყოფენ, თუმცა ხელისუფლების რომელ შტოს შეეხება ის, ამაზე კონკრეტულად არავინ საუბრობს. აქცენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიან მუშაობაზე და უფლებამოსილებების გაზრდაზე კეთდება. 

დეპუტატები საქართველოს პარლამენტიდან არ გამორიცხავენ, რომ საკადრო ცვლილებები შესაძლოა,  მერებსაც შეეხოს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩეულები არიან. უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი ხელისუფლების ახალ ტემპს, ფეხს ვერ აუწყობენ. ამ კონტექსტში დღეს უმრავლესობის წევრებმა ხულოს  თანამდებობიდან წასული მერიც გაიხსენეს, რითაც ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ გოჩა მელაძეს მერის პოზიცია საკუთარი ნებით არ დაუთმია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში