ცესკოს შემაჯამებელი სხდომა

14 დეკემბერი 2018, 00:00 1928 ნახვა

ცესკოს საბოლოო შედეგებით, კანდიდატების მიერ მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა. გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ხმათა 40,48% , სალომე ზურაბიშვილმა კი  59,52%.  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები დღეს შეაჯამა.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივარს კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, დასრულებულია სასამართლო სხდომები და შეფასებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებშია მოცემული. შემაჯამებელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა.

ამავე კატეგორიაში