ჩხრეკის   შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების პირველადი დათვალიერება დაცვის მხარესაც შეეძლება 

15 დეკემბერი 2018, 00:00 1371 ნახვა

დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩატარებული ჩხრეკა - ამოღების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების პირველადი დათვალიერება დაცვის მხარესაც შეეძლება. სადაო ნორმის გაუქმებამდე დაცვის მხარეს ამის უფლება არ ჰქონდა და მტკიცებულებებს ჯერ ბრალდების მხარე ანუ პროკურატურა ეცნობოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია რომ წესი ეწინააღმდეგებოდა პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

"სასამართლომ თქვა შესაძლოა არსებობდეს ისეთი მტკიცებულება რომელიც ვარგისია მხოლოდ ერთჯერადი დათვალიერებისთვის. არარსებობს რისკი მისი განადგურების ამ გამოკვლევის. ამიტომაც ეს წესი არათანაბარ პირობებში აყენებდა მხარეებს, შესაბამისად ის უგულვებელყოფდა დაცვის მხარის ინტერესებს,"- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა.

ამავე კატეგორიაში