ინაუგურაცია აქციის ფონზე ჩაივლის

16 დეკემბერი 2018, 00:00 1657 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები და ლიდერები  თელავთან იმყოფებიან. იმ მოედანთან მისასვლელი გზები, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, პოლიციას აქვს დაკეტილი. მოედანი ერეკლე მეფის სასახლისკენ მიმავალ გზაზე, ერეკლე მეფის ძეგლსა და რვაასწლოვან ჭადარს შორის მდებარეობს. ტერიტორიაზე პოლიცია მხოლოდ სტუმრებს და საშვის ან აკრედიტაციის მქონე პირებს უშვებს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, აქცია იქნება მშვიდობიანი, რომელიც გამოხატავს ამომრჩევლის პოზიციას, რომ საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. გრიგოლ ვაშაძის განცხადებითვე, ასევე მნიშვნელოვანია ძირეული ცვლილებები გატარდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოხდეს კომისიის წევრების ხელახალი დაკომპლექტება, მათ შორის თანამდებობა დატოვოს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.

ამავე კატეგორიაში