მთავრობა კურორტ გოდერძიზე მიწის ნაკვეთებს და სასტუმროებს ყიდის

17 დეკემბერი 2018, 00:00 4018 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტ გოდერძიზე სასტუმროებსა და მიწის ნაკვეთებს ყიდის. აუქციონის პირობები უკვე გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც გასაყიდად გატანილია რამდენიმე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, მათ შორის 6 ერთეული კოტეჯი.  

აუქციონის პირობის თანახმად მყიდველს სასტუმროებისა და კვების ობიექტებისთვის პროფილის შენარჩუნება და ადგილობრივების დასაქმება ევალება. 

ასევე აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა 2019 წლის 30 ნოემბრამდე საკუთრებაში გადაცემულ შენობებში სარემონტო სამუშაოები უნდა დაასრულოს, რისთვისაც 1 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს. აუქციონი 27 დეკემბერს დასრულდება.

​აუქციონზე ქონების საწყისი ფასი 3 მლნ 633 ათასი ლარია. 

ამავე კატეგორიაში