შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

01 აგვისტო 2016, 00:00 4169 ნახვა

''შეშფოთებული და დამწუხრებული ვართ ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და მივესალმებით მშვიდობიანი გზით ვითარების დარეგულირებას'' - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ედვარდ ნალბანდიანთან გამართული შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. აღინიშნა სომხეთიდან საქართველოში ვიზიტორთა ზრდის დინამიკა და გამოითქვა დაინტერესება, ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით.

ამავე კატეგორიაში