მრავალშვილიანი დედების დახმარების პროგრამა

17 დეკემბერი 2018, 00:00 2406 ნახვა

მრავალშვილიანი დედების დახმარების პროგრამით მიმდინარე წელს ქედაში 12-მა  ბენეფიციარმა  ისარგებლა. ოთხ და მეტ შვილიან  დედებს ქედის მერია ფინანსურ დახმარებას  მესამე წელია გადასცემს.
100 ლარიანი ერთჯერადი დახმარება იმ დედებს გადაეცემათ, რომელთაც 18  წლამდე ასაკის შვილები ჰყავთ. პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში